წესები და პირობები

წესები და პირობები

ამ დოკუმენტში თქვენ ეცნობით საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს, დაბრუნების, საგარანტიო მომსახურებისა და პროდუქციის მიწოდების წესების შესახებ ინფორმაციას.  თუ სარგებლობთ ჩვენი საიტით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს.

კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები საიტის კონტენტში, მომსახურებაში, წესებსა და პირობებში, რასაც თქვენ, როგორც საიტის მომხმარებელი, უპირობოდ ეთანხმებით.

მოხმარების წესები და პირობები

 

საიტზე რეგისტრაციით თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ დაგიკავშირდეთ ელექტრონულად და მოგაწოდოთ კომპანიის პროდუქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

აკრძალულია კომპანიის სავაჭრო ნიშნის და სხვა საავტორო უფლებით დაცული კონტენტის გამოყენება სხვა საიტებზე, მეტა თეგებში, ბეჭდურ მედიაში ან სხვა საინფორმაციო სივრცეში, კომპანიასთან წინასწარი წეროლობითი შეთანხმების გარეშე.

პროდუქციის გაყიდვა მაღაზიაში და ონლაინ მაღაზიებში ერთდროულად ხდება, ამიტომ არის ალბათობა, რომ საიტზე პროდუქტის კალათაში დამატების დროს ის მაღაზიაში გაიყიდოს. ამის თაობაზე კომპანია ინფორმაციას მოგაწვდით შეკვეთის გაფორმების პროცესში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემისგან უარი მიიღეთ ტრანზაქციის განხორციელებაზე თქვენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ გეცნობებათ, ასევე განგემარტებათ ტრანზაქციის განხორციელებაზე უარის მიზეზი.

კომპანია ვალდებულია, ზედმიწევნით შეასრულოს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებაზე.

შეკვეთის გაფორმებამდე მომხმარებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია. საიტზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს და თანხმობას აცხადებთ, რომ დაიცავთ მათ.

გთხოვთ, არ გაასაჯაროოთ თქვენი მაიდენტიფიცირებელ სახელი და პაროლი. momsstore არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა პირის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია, momsstore-ს  მიაწოდოს ზუსტ ინფორმაცია, რათა შეკვეთის ადრესატამდე მიწოდება მოხდეს სრულყოფილად, შესაბამის ვადებში.

საიტზე ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით. ფასები, შეთავაზებები და ფასდაკლებები შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს, momsstore-ს მიერ.

კონფიდენციალურობა:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საიტის მომხარებლების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას,ფაქტობრივ მისამართს და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.

თქვენ ვალდებული ხართ, არ გამოიყენოთ ისეთი ავტომატური საშუალებები, რომელთაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე.

მიწოდების წესები და პირობები:

მიწოდების წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთაზე,  რომელიც განხორციელდება momsstore-სა და მომხმარებელს შორის

საწყობიდან აღების წესები:

ჩვენს მომხმარებლებს ასევე საშუალება აქვთ პროდუქცია აიღონ ჩვენი საწყობიდან, რომლის მისამართიც მითითებულია ჩვეს საიტზე. საწყობში მისვლამდე აუცილებელია მოხდეს დაკავშირება და შეთანხმება მისვლასთან დაკავშირებით, ჩვენს საინფორმაციო ტელეფონის ნომერზე: 597 700 337 ან  593 720 977

მიწოდებისთვის აუცილებელი ინფორმაცია:

მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს მიწოდებისთვის საჭირო შემდეგი ინფორმაცია:

სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი და ზუსტი მისამართი (სასურველია დამატებითი საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი), რომ არ მოხდეს შეცდომა და შემდგომში გაურკვევლობა.

მიწოდების ტარიფები:

თბილისის ცენტრალური უბნების მასშტაბით 250 ლარამდე ღირებულების შენაძენზე,  მიწოდების საფასური შეადგენს 6 ლარს,ხოლო დანარჩენ უბნებში 8 ლარს. 250 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის/ნივთების შეძენის შემთხვევაში, შეძენილ ნივთს/ნივთებს უფასოდ მოგაწოდებთ.

თბილისის ფარგლებში 00:00-სთმდე, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით შეკვეთის შემთხვევაში კურიერი სასურველ ნივთს/ნივთებს მოგაწოდებთ მეორე დღეს (კვირის გარდა) (გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მეორე სამუშაო დღეს)

რეგიონებში 00:00-საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით შეკვეთის შემთხვევაში კურიერი სასურველ ნივთს/ნივთებს მოგაწვდით 2-5 სამუშაო დღეში (შაბათ-კვირა სამუშაო დღე არ არის) (გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს შეიძლება მიწოდების დრო გაიზარდოს,რაზეც მიიღებთ ინფორმაციას). რეგიონებში ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება მიწოდების ადგილის მიხედვით.ცენტრალური ქალაქები 10 ლარი, სოფლები 15 ლარი.

მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიწოდების საფასური გადაიხადონ ნივთის ღირებულებასთან ერთად,საბანკო ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვით ან ნივთის მიწოდების დროს თავად გადაუხადონ ხელზე კურიერს მიწოდების საფასური.

ანგარიშსწორება

 

შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია მოხდეს სასურველი ნივთის/ნივთების შერჩევა და ანგარიშსწორება. შეკვეთა გაფორმებულად ჩაითვლება მხოლოდ ანგარიშწორების დასრულების შემდეგ,შესაბამისად მიწოდების სერვისის დრო აითვლება ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ.

პროდუქციის შესაძენად ანგარიშსწორება ხდება საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ან საბანკო ბარათით.ასევე ადგილზე საწობში მისვლის შემთხვევაში დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ტერმინალით გადახდის საშუალებით.

სასურველი პროდუქტის შერჩევა და შეკვეთის განთავსება

 

ჩვენს მომხმარებლებს შეკვეთის განთავსება რამდენიმე საშუალებით შეუძლიათ:

Facebook და Instagram გვერდზე პირად შეტყობინებაში მიწერით, ვებსაიტზე ავტორიზაციით და შეძენით,WhatsApp-ში ან Viber-ში პირად შეტყობინებაში მიწერით და ასევე საინფორმაციო ტელეფონის ნომერზე დარეკვით. ყველა აღნიშნული საშუალების გამოყენების შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურებას, რის შედგეგადაც ჩაითვლება შეკვეთა გაფორმებულად.

 

საიტზე შეკვეთის განთავსება:

ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებსაიტის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის/პროდუქტების მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

მომხმარებელი მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს/პროდუქტებს საკუთარ კალათაში.

პროდუქტის/პროდუქტების კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი მისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, რომელზეც პროდუქტის/პროდუქტების ღირებულებას, შესაძლოა, დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური(მაგ: კურიერის მომსახურება)

საგარანტიო პირობები

შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს.

საგარანტიო მომსახურება:

თუ ჩვენთან შეძენილ ნივთს ამოაჩნდება რაიმე დაზიანება ან ქარხნული წუნი შეძენიდან 90 დღის განმავლობაში შეგიცვლით ან შემოგთავაზებთ ალტერნატიულ პროდუქციას. (შემცვლელი პროდუქტის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში აგინაზღაურებთ შესაბამის თანხას)

ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი უნდა დაბრუნდეს momsstore-ს საწყობში,სადაც მოხდება მისი წუნის გამოვლენა და შესაბამისი დასკვნა. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას ან ანაზღაურებას. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიანებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების, ასევე ფიზიკური დეფექტის და ნაკაწრის გარეშე,წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის შეცვლა/დაბრუნება ან ანაზღაურება.

ასევე momsstore არ აანაზღაურებს ნივთის მიწოდება/დაბრუნების კურიერის მომსახურების ხარჯებს.

Momsstore არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას, ნივთი არ ამართლებს მის მოლოდინს ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო